ჩვენი საიმიგრაციო მომსახურება

სტუდენტური ემიგრაცია

სტუდენტური ემიგრაცია

კანადის განათლების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. წლის განმავლობაში ათიათასობით სტუდენტი ჩამოდის განათლების მისაღებათ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. Canada for Me, როგორც სტუდენტური ემიგრაციის ექსპერტი განათლების მისაღებად მსურველ კლიენტებს კოლეჯების, უნივერსიტეტების თუ ენის კურსების ფართო არჩევანს სთავაზობს.

Canada For Me-ს ადვოკატთა გუნდი შექმნის პერსონალიზებულ "საიმიგრაციო გზას" რომელიც გაცილებით იოლს გახდის თქვენი სტუდენტური ემიგრაციის პროცესს. ფაქტობრივად პიროვნებებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ კანადაში განათლების მიღებას, ეს იქნება მშვენიერი საშუალება იმისა, რომ დააგროვონ სათანადო პროფესიული გამოცდილება და მომავალში მიიღონ უპირატესობა კანადაში სამუდამო ემიგრაციის დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, რომლებსაც უკვე გავლილი აქვთ განათლების საშუალოს შემდგომი საფეხური. აგრეთვე ჩვენი კომპანია მოგეხმარებათ ისეთი საკითხების მოგვარებაში, როგორიცაა: სათანადო საცხოვრებლის მოძიება, ერთი სასწავლებლიდან მეორეში გადასვლა, აგრეთვე პროვინციული სამედიცინო დაზღვევის გაფორმება.

მეუღლეების სპონსორობა

მეუღლეების სპონსორობა

დასპინსორებულ მეუღლეებს შეუძლიათ იმუშაონ კანადაში, როდესაც მათი მუდმივი ემიგრაციის აპლიკაციის განხილვის პროცესის წარმოება მიმდინარეობს. კანადის ყოველ  მოქალაქეს ან მუდმივი ცხოვრების სტატუსის მქონე პირს აქვს უფლება დაასპონსოროს მეუღლე.

სპონსორმა უნდა დაადასტუროს, რომ შეუძლია  დააკმაყოფილოს დასპინსორებული პიროვნების მოთხოვნილებები: კვება, ტანსაცმელი და საცხოვრებელი. სპონსორებმა აგრეთვე უნდა დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ მეუღლის რჩენა და არ დაჭირდებათ ფინანსური დახმარება მთავრობისგან. არსებობს რამდენიმე დამატებითი  სპეციფიური წესი,  რომელიც დასპინსორებულ მეუღლეებს ეხება. მაგალითად, მეუღლეებს შორის 2 წელიწადზე ნაკლები ვადის კავშირის შემთხვევაში,  აგრეთვე  იმ შემთხვევაში, თუ მეუღლეებს არ ჰყავთ შვილები,  საჭიროა დამატებითი პირობების დაკმაყოფილება.  აგრეთვე  პიროვნებამ,  რომელსაც მინიჭებული აქვს პირობითი ცხოვრების უფლება, ლეგალურად უნდა იცხოვროს სპონსორთან ერთად შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 2 წლის განმავლობაში . აღნიშნული პირობების სირთულის მიუხედავად ისინი ერთნაირად არ ვრცელდება ყველა შემთხვევაში. ამიტომაც ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ზედმიწევნით გაეცნოთ ამ წესებს მანამდე, სანამ გადაწყვეტთ პირადად დაიწყოთ ამ პროგრამით ემიგრაციის პროცესის წარმოებას.

მშობლების სპონსორობა

მშობლების სპონსორობა

კანადაში ემიგრაციის წარმოებაში განსაზღვრულია  გარკვეული პერიოდი მშობლებისა და ბებია-ბაბუებისთვის. ანკეტების მიღება ხორციელდება  ყოველი წლის იანვრის განმავლობაში. მთავრობა ოფიციალურად აცხადებს ანკეტების მორიგი ნაკადის მიღებას და მისაღები აპლიკანტების კონკრეტულ კვოტას. ახალი სპონსორებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ყველა საბუთი და ანკეტა მზად იყოს გასაგზავნად.

სამწუხაროდ, აპლიკანტებს, რომლებიც ვერ მოასწრებენ განსაზღვრულ პერიოდში საბუთების გაგზავნას, შესაძლოა მოუწიოთ შემდეგი პერიოდის დალოდება, რომელიც რეალურად შეიძლება იყოს მომდევნო წელს. კანადის მოქალაქეს ან მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირს შეუძლია განაცხადი შეიტანოს მშობლების ან ბებია-ბაბუების დასპონსორებაზე Family Class- ის კატეგორიაში. ამ შემთხვევაშიც სპონსორმა უნდა აკმაყოფილებდეს დასპონსორებული პიროვნების აუცილებელი მოთხოვნილებები. სპონსორი პასუხისმგებელია ახალი ემიგრანტის ფინანსურ უზრუნველყოფაზე და ვალდებულია წარდგინოს შებამისი გარანტიები, რომელიც ადასტურებს, რომ მისი სპონსორობის ქვეშ მყოფ პირს არ დასჭირდება სოციალური დახმარება  სამთავრობო ორგანიზაციებისგან.  განსაკუთრებული შენიშვნა: კვებეკში სპონსორების წესები განსხვავებულია.

კვალიფიციური მუშაკის პროგრამა

კვალიფიციური მუშაკის პროგრამა

კანადის მთავრობას დაწესებული აქვს კვალიფიციური მუშაკებისათვის მინიმალური მოთხოვნები, რომელიც დაკავშირებულია  სამუშაო სტაჟთან. საერთო სტაჟის მინიმალური ვადა შეესაბამება გარკვეულ დარგში მუშაობის გამოცდილების  1-წლიან პერიოდს (ანუ 1560 სამუშაო საათს). აღნიშნული ვადა გულისხმობს სრულ განაკვეთზე ან შესაბამის დარგში ნახევარ განაკვეთზე უწყვეტი მუშაბის განმავლობაში დაგროვილ სამუშაო საათებს.

სამუშაო უნდა იყოს ანაზღაურებადი, პრაქტიკა ან/და საქველმოქმედო საქმიანობა არ ითვლება. ამასთანავე სამუშაო გამოცდილება უნდა იყოს მიღებული უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში  (იგივე სამუშაოზე). “კვალიფიკაციის დონე” აგრეთვე განისაზღვრება დასაქმების ეროვნული კლასიფიკაციით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებით. კანდიდატებს, რომლებიც ვერ დაადასტურებენ, რომ მათი კვალიფიკაცია შეესაბამება  დასაქმების ეროვნული კლასიფიკაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ვერ მიიღებენ მონაწილეობას კვალიფიციური მუშაკებისთვის გათვალისწინებულ პროგრამაში. კვალიფიციურმა მუშაკები აგრეთვე უნდა აკმაყოფილებდნენ ინგლისური ენის ცოდნის მოთხოვნას, რაც გულისხმობს შესაბამისი ტესტის ჩაბარებას, რათა დაამტკიცონ, რომ სათანადო დონეზე ფლობენ ინგლისურად წერის, კითხვის და საუბრის უნარებს. რაც შეეხება მუშაკის განათლებას, კვალიფიციური მუშაკის პროგრამის აპლიკანტმა უნდა იქონიოს ე.წ. „განათლების კრედიტების შეფასების“ დამადასურებელი საბუთი (Educational Credential Assessment), ანუ უცხოეთში მიღებული განათლება უნდა შეესაბამებოდეს  კანადის საშუალო და საშუალოს შემდგომი განათლების საფეხურებს.

პროვინციული ემიგრაცია

პროვინციული ემიგრაცია

პროვინციული ემიგრაცია წარმოადგენს პროვინციული კანდიდატების პროგრამის (პკპ) ნაწილს. აღნიშნული პროგრამა

ეს გახლავთ მუდმივი ცხოვრების უფლების სტატუსის მოპოვების “სწრაფი გზა”. პკპ საშუალებას აძლევს პროვინციებს  და სხვადასხვა ტერიტორიებს წარადგინონ გარკვეულ პროვინციაში ემიგრირების და დასახლების მსურველი პირების

კანდიდატურა. აღნიშნული პროგრამა მოქმედებს ყოველ პროვინციაში ( კვებეკის გარდა) და ორ ტერიტორიაზე აძლევს კანდიდატს საშუალებას კარგად მოერგონ ადგილობრივ საზოგადოებას და ეფექტური წვლილი შეიტანონ შერჩეული პროვინციის განვითარებაში. მაგალითად, ონტარიოს პროგრამა საშუალებას აძლევს კვალიფიციურ,  შესაფერისი ცოდნისა და უნარების მქონე ემიგრანტებს  დააკმაყოფილონ პროვინციული დამსაქმებლის მოთხოვნები და წვლილი შეიტანონ ეკონომიკის ზრდაში. მიუხედავათ იმისა, რომ კანდიდატები არიან წარდგენილნი უშუალოდ პროვინციის მიერ, პრეტენდენტებმა თვითონ უნდა შეიტანონ განაცხადი მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად  კანადის შესაბამის საანთავრობო სტრუქტურაში - კანადის ემიგრაციის, ლტოლვილობის და მოქალაქეობის სააგენტოში. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პროვინციის მონაწილეობისა ახალ ემიგრანტებს აგრეთვე უნდა ჰქონდეთ შესაბამისი განათლება, გამოცდილება და უნარები,  რაც მისცემს მათ საშუალებას წვლილი შეიტანონ ქვეყნის და პროვინციის განვითარებაში.

თვითდასაქმებული პირები

თვითდასაქმებული პირები

თვითდასაქმებული პირების პროგრამა შექმნილია ემიგრანტებისათვის, რომლებიც გეგმავენ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა კანადაში. აღნიშნული პროგრამა კანადის ემიგრაციის და მოქალაქეობის სააგენტოს მიერ ხორციელდება და გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით დასაქმებას. შესაბამისი საკანონმდებლო დანაწესებიდან გამომდინერა კანდიდატს თავისი საქმიანობის სფეროში „მნიშვნელოვანი წვლილი“ უნდა ჰქონდეს შეტანილი.

საიმიგრაციო სამხახურის თანამშრომლები  შეისწავლიან განაცხადის დასაბუთებულობას.  თვითდასაქმებული პირების პროგრამის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი არის სტარტაპ-ვიზა, რომელიც სცეციალურად ითვალისწინებს ემიგრანტი მეწარმეების დასაქმებას, თუა მათ თავიანთი ბიზნესის წარმართვა სურთ კანადაში, რაც შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს კანადის მოქალაქეებისთვის. რნიშნული პროგრამის ფარგლებში კანადის იმიგრაციის და მოქალაქეობის სააგენტო მოითხოვ, რომ კანდიდატი აკმაყოფილებდეს რამდენი წინასწარ განსაზღვრულ მოთხოვნას: წერილი დამფუძნებლისგან, საკუთრების დამადასტურებელი და საწესდებო საბუთები, სამუშაოს განხორციელებისთვის აუცილიბელი ენის ცოდნა გარკვეულ დონეზე, აგრეთვე საკმარისი სახრების ქონა საწარმოს მოგების მიღებამდე პირის ფინანსურად უზრუველყოფისთვის. კვებეკში მოქმედებს განსხვავებული წესები და პროცედურები, იმიგრანტს შეიძლია აირჩიეს რამდენიმე პროგრამიდან ერთ-ერთი: მეწარმეების პროგრამა, ინვესტორების პროგრამა ან თვითდასაქმებული მუშაკის პროგრამა.

ლტოლვილთა ემიგრაცია

ლტოლვილთა ემიგრაცია

ლტოლვილების ა და დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის პროგრამა მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან მითითებას და პროცედურას, რომელიც დადგენილია კანადის მთავრობის მიერ. იმიგრაციის და ლტოლვილტა საკითხების საბჭო და კანადის მოქალაქეობის და იმიგრაციის სააგენტო უშუალოდ წყვეტენ ლტოლვილის ან დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი მინიჭების საკითხს.

აგრეთვე არსებობს პროცედურა, რომელსაც ეწოდება „დაცვის ქვეშ მყოფი დროებითი რეზიდენტების კლასი“, რომლის მოქმედების დროსაც აპლიკანტებს ენიჭებათ კანადის ტერიტორიაზე  დროებითი ყოფნის უფლება. აღნიშნულ აპლიკანტებს საბოლოოდ აქვთ უფლება შეიტანონ განაცხადი მუდვივი ემიგრაციის უფლების მოსაპოვებლად, რაც ხორციელდება გარკვეული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში. გარკვეული პირები, რომლებსაც აქვთ სტატუსი: „Designated Foreign Nationals“, არ არიან უფლებამოსილნი შეიტანონ აპლიკაცია მუდმივი ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად. რაც შეეხება ლტოლვილთა ემიგრაციის პროგრამაში მონაწილე პირების ოჯახის წევრებს, არსებობს წინასწარ განსაზღვრული საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც შეეხება ქალებს და ბავშვებს; მეუღლეებს, აგრეთვე ოჯახის წევრებს, რომელთა ადგილსამყოფელი არაა დადგენილი. კომპანია Canada For Me - იმიგრაციის განყოფილებას გააჩნია საკუთარი პერსონალი, რომელიც ეხმარება ემიგრანტებს ნებისმიერ საკანონმდებლო რეგულაციებთან და დებულებებთან, რათა უფრო მოწესრიგებულად და უმტკივნეულოდ წარმართოს თქვენი ემიგრაციის პროცესი.

სისხლისსამართლებრივი დაცვა იმიგრანტთათვის

სისხლისსამართლებრივი დაცვა იმიგრანტთათვის

პერიოდულად იმიგრანტებს კანადაში შეიძლება დასჭირდეთ სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატის მომსახურება. კანადაში ქართველ ემიგრანტებს კომპანია Levy Law Office სთავაზობს პროფესიულ სამართლებრივ წარმომადგენლობას სხვადასხვა იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით.

ხშირად სანდო იურიდიული მრჩევლის მოძებნა რთულია, განსაკუთრებით, როდესაც იურიდიული დახმარება სჭირდება მოქალაქეებს, რომლებიც სათანადოდ არ ფლობენ ინგლისურ ენას. კომპანია Levy Law Office სთავაზობს ქართველ კლიენტებს მრავალენოვან იურიდიულ წარმომდგენლობას ისეთ დარგებში როგორიცაა: პირადი ზიანის მიყენება და ანაზღაურება, სისხლის სამართალი და, აგრეთვე, საიმიგრაციო კანონმდებლობა. ჩვენი იურისტების გუნდი მოეხმარება ჩვენ კლიენტებს საკუთარი უფლებების და ვალდებულებების უკეთ გაცნობაში, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც კონკრეტულ მოცემულ სიტუაციაში ადგილი აქვს გაურკვევლობას ან ორაზროვნებას კანონიერ უფლებებთან დაკავშირებით. კომპანია Levy Law Office სთავაზობს თავის კლიენტებს საუკეთესო იურიდიულ სამოქმედო გეგმას და შემდგომი იურიდიული პროცედურების სრულყოფილ განმარტებას.

საიმიგრაციო აპელაციები და წარმოება

საიმიგრაციო აპელაციები და წარმოება

დეპორტაციის გასაჩივრება

კანადის მუდმივ რეზიდენტებს განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება ჩამოერთვათ შესაბამისი სტატუსი, და აღნიშნული პირები დეპორტირებულ იქნან, (მაგალითად, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში).

თუმცა კომპანია Levy Law-ს შეუძლია გაასაჩივროს შესაბამისი გადაწყვეტილება საიმიგრაციო განყოფილებაში იმ განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რომელიც მუდმივ რეზიდენტს ანიჭებს კანადაში დარჩენის უფლებას.

კანადის მოქალაქეობის და იმიგრაციის სააგენტოს შეუძლია გამოიყენოს "იმიგრანტის დაკავება" , რომელიც გულისხმობს პიროვნების დაპატიმრებას მისი სადეპორტაციო წარმოების გამხორციელებაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. იმიგრანტის დაკავება შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა შემთხვევაში: კანადაში ყოფნის დროს შესაბამისი სტატუსის დაკარგვა, დანაშაულებრივი საქმნიანობა ან რეზიდენტის მიერ მისი სტატუსით გათვალისწინებული პირობების დარღვევა.

კანადის ტერიტორიაზე დაშვებასთან დაკავშირებული წარმოება

იმიგრაციის სააგენტოს მოხელეებს (საიმიგრაციო ოფიცრებს) შეუძლიათ უარი განუხცხადონ პირს კანადის ტერიტორიაზე შესვლაზე აეროპორტში ან კანადის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს. თუმცა, თუ უარი განუცხადეს მუდმივ რეზიდენტს, მისი კანადის ტერიტორიაზე დაშვებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა შეიძლება განხორციელდეს დაშვებასთან დაკავშირებული წარმოების (მოსმენების) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება იმიგრაციის და ლტოლვილთა საბჭოს მიერ. ბევრი საკითხი დამოკიდებულია იმიგრაციის სააგენტოს ოფიცრების მიხედულებაზე.

საკითხის სპეციფიკის მიუხედავად, კომპანია Levy Law Office - ის იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს კლიენტებისთვის ყველაზე ხარისხიან იურიდიულ წარმომადგენლობას ნებისმიერ წარმოებაში ან განხილვაში.

პირადი ზიანის მიყენება/ანაზღაურება  კანადაში

პირადი ზიანის მიყენება/ანაზღაურება კანადაში

კანადაში ახლად ჩამოსული პირადი ზიანის მიყენების უსიამოვნო შემთხვევა შეიძლება საკმაოდ მძიმე და უსიამივნო იყოს, განსაკუთრებით, თუ ადგილობრივი კანონმდებლობა განსხვავდება პირის მშობლიური ქვეყნის კანონმდებლობისგან. ჩვეულებრივ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას, შეიძლება მოყვეს, მაგალითად, სხეულის დაზიანება, აგრეთვე პირადი ზიანის მიყენება, ან თუნდაც ძლიერი ემოციური სტრესი.

ძალზედ მნიშვნელოვანია იყო უზრუნველყოფილი იურიდიული წარმომადგენლობით, და კომპანია Levy Law Office აღჭურვილია ყოველგვარი მექანიზმით იმისთვის, რომ წარმართოს კლიენტის კვალიფიცუირი წარმომადგენლობა.

საგზაო შემთხვევები და სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხშირ შემთხვევებში დაკავშირებულია ტრავმატიზმთან და მწვავე ნერვულ დაძაბულობასთან, განსაკუთრებით, როდესაც ადამიანი უცხო ქვეყანაში იმყოფება. Levy Law Office სთავაზობს ქართველ სტუდენტებს, ვიზის მფლობელებს და უბრალო ტურისტებს მრავალენოვან იურიდიულ საკონსულტაციო სამსახურს, რომლის საქმიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს პირადი ზიანის მიყენების შემთხვევები, ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ადამიანებისთვის, ვინც გადაიტანა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა საგზაო შემთხვევის შედეგად, მიუხედავად იმისა თუ ვისი ბრალით დადგა აღნიშნული შედეგი.

სინჯეთ თქვენი შანსები

დროს ნუ დაკარგავთ! Canada for me ფლობს გამოცდილებას რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ.

დააჭირეთ აქ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

კომპანია Canada For Me Immigration Office არის კანადური კომპანია, რომლის ძირითად სპეციალიზაციას წარმოადგენს საიმიგრაციო მომსახურება. Canada For Me გთავაზობთ მრავალფეროვან მომსახურებას სხვადასხვა საემიგრაციო საკითხებში. ჩვენ დაგეხმარებათ ყველა დოკუმენტის და ანკეტის შევსებასა და გაფორმებაში. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებზე, ვაფორმებთ სამუშაო, ვიზიტორის და სტუდენტურ ვიზებს. Canada For Me ექსპერტების გუნდი თქვენი საიმიგრაციო პროცესის სირთულის მიუხედავად ყველაზე შესაფერისი პროგრამის შერჩევაში დაგეხმარებათ.

  • ანკეტების შევსება დროებითი სასტუმრო ვიზისათვის, სტუდენტური, მშობლების და ბებია-ბაბუების მოსაწვევი
  • ანკეტების შევსება კანადაში მუშაობის ნებართვის მოსაპოველად, აგრეთვე სტუდენტური ნებართვის და Labor Market Impact Assessment (სამუშაო ბაზარზე გავლენის შეფასება)
  • ანკეტების შევსება შემდეგ პრგრამებში მონაწილეობის მისაღებად: Permanent Resident (მუდმივი ემიგარცია), კანადის მოქალაქეობა, ლტოლვილის და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი;
  • პროვინციული და ფედერალური საიმიგრაციო პროგრამები, ანკეტების შევსება ჰუმანიტარული პროგრამებისთვის
  • პერსონალური წარმომადგენლობა კანადის ფედერალური სასამართლოს ემიგრაციის სააპელაციო განყოფილებაში

Canada For Me ახორციელებს ყოველი კლიენტის იმიგრაციის საკითხის დაწვრილებით დაგეგმარებას პროცესი საწყისი ეტაპიდან მის საბოლოო დასრულებამდე. ჩვენ გთავაზობთ დადებითი შედეგის მიღწევის ყველაზე სწრაფ და ეფექტურ საშუალებას. კანადის საიმიგრაციო კანონმდებლობა გამოირჩევა საკმაოდ სწრაფი ცვალებადობით, ხოლო საიმიგრაციო პროცესი საკმაოდ რთულია. ჩვენი გუნდი მუდმივად არის ინფორმირებული მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე და ყოველთვის კომპეტენტურია საიმიგრაციო კანონმდებლობის უახლესი რეგულაციების დარგში.

რატომ კანადა?

  • კანადაში დასაქმების საშუალებები

    კანადაში უმუშევრობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში, ხოლო მთავრობა კვალიფიციურ სპეციალისტებს კარიერული ზრდისთვის საუკეთესო საშულებებს სთავაზობს. Canada For Me მოგაწვდით ყველაზე დაწვრილებით ინფორმაციას კანადის სამუშაო ბაზარზე მიმდინარე პროცესებისა და მოთხოვნილებების შესახებ და დასაქმების ყველა შესაძლო საშუალებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

  • ხელმისაწვდომი საცხოვრებელი პირობები

    ზოგადად კანადის ეკონომიკა გამოირჩევა სიძლიერით და მდგრადობით, რომელიც საკმაოდ ეფექტურად უმკლავდება ყოველგვარ ცვლილებებს. დიდი რვიანის და დიდი ოცეულის ქვეყნებს შორის კანადამ მიაღწია ეკონომიკური განვითარების და მოსახლეობის ცხოვრების დონის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეწდავ მაჩვენებლებს. ქვეყანაში დასაქმების მაღალი მაჩვენებელი და ინფლაციის დაბალი ინდექსი საკმაოდ ხელმისაწვდომად ხდის საცხოვრებელ ხარჯებს.

  • შესანიშნავი ადგილი ბიზნესისათვის

    კანადა შესანიშნავი ადგილია მათთვის, ვინც საკუთარი ბიზნესის დაწყებას აპირებს. ქვეყანაში ყველაზე ხელსაყრელი გარემოა სამეწარმეო საქმიანობისთვის, განურჩევლად იმისა, ახალი სამეწარმეო პროექტის დაწყება გსურთ, თუ უკვე არსებული ბიზნესის შემოტანა-განვითარება კანადაში - ეკონომიკა ძლიერია, გადასახადები დაბალი, ხოლო ბიზნესის წარმოების საერთო ხარჯები საკმაოდ მისაღები.

  • საზოგადოებები

    კანადის ხელისუფლება ახორციელებს მრავალმილიონიან ინვესტიციებს, რათა ხელი შეუწყოს ემიგრანტებს ადგილზე მოყწობაში და ახალი წარმატებული ცხოვრების დაწყებაში.

  • საერთაშორისო დონის განათლების სისტემა

    კანადაში ჩამოსული და მცხოვრები პირების განკარგულებაში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და დახვეწილი განათლების სისტემაა. საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ (Organization for Economic Co-operation and Development (OECD) მიანიჭა კანადას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგი ლიტერატურის, მათემატიკის და მეცნიერების სწავლების დარგში.

  • სუფთა და ბუნებრივი გარემო

    კანადა ცნობილია თავისი ბუნებრივი ეკოსისტემების მრავალფეროვნებით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, განვითარებულ ქვეყნებს შორის კანადაში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ჰაერია. კანადის ტერიტორიაზე მდებარეობს უამრავი ეროვნული პარკი, პროვინციული და მუნიციპალური მიწები და მსოფლიოში სახელგანთქმული ეკოლოგიური ღირშესანიშნაობები.

  • უსაფრთხოება, დაცვა და კანონის უზენაესობა

    კანადელები ცხოვრობენ მშვიდ და უსაფრთხო საზოგადოებაში, ვინაიდან დამნაშავეობის დონე კანადის ტერიტორიაზე ძალზედ დაბალია. საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ (Organization for Economic Co-operation and Development (OECD) მიანიჭა კანადას ცხოვრების დონის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინდექსი, რომელიც განპირობებულია უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლით. კანადაში ადამიანი მშვიდად და დაცულად გრძნობს თავს საკუთარ სახლშიც და საზოგადოებაშიც.

  • თავისუფლება და კანადური ღირებულებები

    უფლებათა და თავისუფლებათა კანადური ქართია იცავს და უზრუნველყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს. კანადის საზოგადოება ტოლერანტულია უმცირესობების მიმართ, პატივს სცემს განსხვავებულ კულტურებს და რელიგიურ მრწამსს, სექსუალურ ორიენტაციას და აღირებს ქალისა და მამაკაცის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს.

Error...

Please, enter a valid value

Canada For Me - Immigration Office

Please, enter a valid value